უკრაინაში ვადამდელი არჩევნები არ გაიმართება - პოროშენკო

საქართველო, თბილისი - 15:30 | 30.06.2017
ნანახია: 1221

უკრაინაში ვადამდელი არჩევნები არ ჩატარდება. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა. როგორც უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, საპარლამენტო არჩევნები გეგმის მიხედვით, 2019 წელს გაიმართება.

 „არჩევნები მალე არ იქნება. საარჩევნო სეზონი დაიწყება 2019 წელს. ამიტომ, გირჩევთ, ნაადრევად თავს ნუ შეიწუხებთ,“-აღნიშნა პოროშენკომ.

პოროშენკო მანამდეც არაერთხელ აცხადებდა, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების წინააღმდეგი იყო, მისი აზრით, ვადამდელი არჩევნები ქვეყანაში რეფორმებს ერთი წლით შეჩერებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე