„თალიბანის“ თავდასხმას 6 ავღანელი პოლიციელი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 15:06 | 30.06.2017
ნანახია: 1178

სულ მცირე ექვსი პოლიციელი დაიღუპა საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე „თალიბანის“ თავდასხმის შედეგად. ინციდენტი ავღანეთის დასავლეთით ფარაჰის პროვინციაში მოხდა.
თავდასხმის შედეგად მოკლულია ხუთი და დაჭრილია 9 მებრძოლი.

ავღანეთში ბოლო თვეების განმავლობაში მდგომარეობა ძალიან გამწვავდა. „თალიბანი“, რომელსაც დაკავებული აქვს ქვეყნის ტერიტორიაზე მდებარე სოფლები, მსხვილი ქალაქების ფართომასშტაბიანი იერიში წამოიწყო.

ავღანეთის ტერიტორიაზე ასევე გაზრდილია „ისლამური სახელმწიფოს“ გავლენაც.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე