პარლამენტმა სემეკ-ის წევრის თანამდებობაზე პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატურას მხარი დაუჭირა

საქართველო, თბილისი - 14:30 | 30.06.2017
ნანახია: 1096

პარლამენტმა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრის თანამდებობაზე მაია მელიქიძის კანდიდატურა დაამტკიცა. 

დეპუტატებმა მელიქიძის კანდიდატურას კენჭი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე უყარეს და მას მხარი 80 დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი, ორი დეპუტატი წავიდა. 

საკანონმდებლო ორგანოს მაია მელიქიძის კანდიდატურა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილმა გუშინ წარუდგინა. 

მელიქიძე 2016 წლის 14 მარტიდან ეკონომიკურ საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველად მუშაობდა. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე