აშშ რუსეთის აეროპორტებში უსაფრთხოების ზოების გამკაცრებას ითხოვს

საქართველო, თბილისი - 14:21 | 30.06.2017
ნანახია: 1272

ამერიკის ხელისუფლებამ უსაფრთხოების ზომების გამკაცრება მოითხოვა  მოსკოვის დომოდედოვოსა და შერემეტიევოს აროპორტებიდან აშშ-ი მფრინავი ავიაკომპანიის მგზავრების შემოწმებისას.

 ამის შესახებ შს სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა.

მანამდე Reuters-ი იუწყებოდა, რომ ავიაკომპანიები, რომლებიც აშშ-ის უსაფრთხოების ახალ წესებს არ დაემორჩილებიან, შესაძლოა ქვეყნის ტერიტირიაზე ავიამიმოსვლის სერთიფიკატები ჩამოერთვათ.

ახალი ზომები ასევე შეეხება მგზავრებს, რომლებიც შეერთებულ შტატებში მსოფლიოს 195 ქვეყნის 280 აეროპორტიდან მიფრანავენ.

მგზავრებთან ერთად მკაცრად შემოწმდება მათი ელქტრონული მოწყობილობებიც.

ამის გარდა უსაფრთხოების ზომები ასევე გაძლიერდება მგზავრთა ტერმინალებშიც. ხელისუფლების განცახდებით, მსგავსი ინიციატივა ტერორისტული საფრთხის გაზრდით არის გამოწვეული.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე