საგზაო მოძრაობისა უსაფრთხოების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, მერია საპროექტო განაცხადების მიღებას იწყებს

საქართველო, თბილისი - 13:48 | 30.06.2017
ნანახია: 1310

თბილისის მერია იურიდიულ პირებსა და არაკომერციულ ორგანიზაციებს „საგზაო მოძრაობისა და უსაფრთხოების მიზნით საზოგადოების ცნობიერების ამაღლების“ პროგრამაში მონაწილეობას სთავაზობს.

,,დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა ქალაქის მთავრობას ისეთი პროექტები უნდა შესთავაზონ, რომლებიც აქციების, ტრეინინგების, კვლევებისა და პოპულარიზაციის სხვადასხვა მეთოდებით მძღოლებისა და ქვეითების მიერ  მოძრაობის წესებისა და საგზაო უსაფრთხოების დაცვას შეუწყობენ ხელს.  მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში საპროექტო განაცხადებს 1 აგვისტომდე  მიიღებენ. გამარჯვებულებს მერიის, საკრებულოსა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებისგან შემდგარი კომისია გამოავლენს. 

საპროექტო განაცხადისა და სხვა საჭირო ინფორმაციის გასაცნობად იხილეთ ბმული

 http://tbilisi.gov.ge/news/3830

საკონტაქტო პირი: მალხაზ ჭამპურიძე (ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე) მობ: (577) 220 770“.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე