ქირურგმა ოპერაცია საფეხბურთო მატჩის გამო შეწყვიტა (ვიდეო)

საქართველო, თბილისი - 13:24 | 30.06.2017
ნანახია: 1182

ჩილეს საავადმყოფოს ადმინისტრცია ექიმის ქმედებას გამოიძიებს, რომელმაც რთული ოპერაცია კონფედერაციის თასის მატჩის გამო შეწყვიტა.

ჰოსპიტლის ხელმძღვანელობამ მომხდარი პაციენტის მიმართ უპატივცემულობად შეაფასა.

სკანდალი ინტერნეტში გავრცელებულმა ვიდეომ გამოიწვია, სადაც ჩილელი ქირურგი, იმისათვის, რომ  ჩილესა და პორტუგალიის ნახევრაფინალური მატჩისთვის თვალი ედევნებინა, ოპერაცია შეწტვიტა. მატჩი ყაზანში 28 ივნისს გაიმართა.

 მომხდარი სოციალურ ქსელში აქტიურად განიხილებოდა. ქირურგს სიხარულის მიზეზი ნამდვილად ჰქონდა. პენალტების სერიის შედეგად ჩილემ პორტუგალია 3:0 დაამარცხა.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე