ჩხუბი მოსკოვი-ანტალიის ავიარეისზე - მთვრალი რუსი მგზავრი თვითმფრინავიდან პოლიციამ ჩაიყვანა

საქართველო, თბილისი - 13:22 | 30.06.2017
ნანახია: 1247

ავიაკომპანია Red Wings-ის მოსკოვი-ანტალიის ავიარეისზე ნასვამმა მგზავრმა სხვა მგზავრებთან და ეკიპაჟის წევრებთან ერთ საათიანი ჩხუბი გამართა.

ეკიპაჟის მეთაურმა ნასვამ მგზავრს არაერთხელ მოუწოდა წესრიგისკენ, თუმცა ამაოდ.

საბოლოოდ მგზავრებმა ნასვამი მგზავრის დაჭერა მოახერხეს და მას ხელები შეუკრეს.

როდესაც ლაინერი ანტალიაში დაეშვა, მთვრალი რუსი მგზავრი თვითმფრინავიდან პოლიციამ ჩაიყვანა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე