ბორჯომი-ბაკურიანის მატარებელი რელსებიდან გადავიდა

საქართველო, თბილისი - 13:00 | 30.06.2017
ნანახია: 1440

ბორჯომი-ბაკურიანის მატარებელი რელსებიდან გადავიდა. როგორც საქართველოს რკინიგზაში" აცხადებენ, ტექნიკური პრობლემა მალევე აღმოიფხვრა და ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

”საქართველოს რკინიგზის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის განცხადებით, მომხდარის დეტალებს შესაბამისი კომისია დაადგენს.

„გაიწია ლიანდაგი და ჩავარდა ერთ-ერთ მოსახვევში. დროულად აღმოფხვრეს ყველაფერი, რაც იყო იქ. დღესაც დადის ის კუკუშკა და გადაჰყავს მგზავრები, ჩვეულებრივად ასრულებს რეისს. გაარკვევს შესაბამისი კომისია, მომზადდება დასკვნა და გვეცოდინება ზუსტი მიზეზები,“ -განაცხადა დაჩი ცაგურიამ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე