რადას დეპუტატი ავაკოვს სახელმწიფო გადატრიალების მომზადებაში ადანაშაულებს

საქართველო, თბილისი - 13:00 | 30.06.2017
ნანახია: 1415

უმაღლესი რადას დეპუტატმა ფრაქცია „პეტრო პოროშენკოს ბლოკიდან“ სერგეი ლეშჩენკომ შინაგან საქმეთა მინისტრი არსენ ავაკოვი სახელმწიფო გადატრიალების მომზადებაში დაადანაშაულა. ამის შესახებ მან ტელეარხ ZIK-ის ეთერში გააკეთა.

 „არსენ ავაკოვი ემზადება ნებისმიერი სცენარისთვის, მათ შორის ხელისუფლების ხელში ჩაგდებისთვისაც. თავად შს მინისტრი პრემიერ-მინისტრობისთვის ემზადება“, - აღნიშნა ლეშჩენკომ.

მისი თქმით, ავაკოვის გარშემო ჩამოყალიბდა „ნახევრადკრიმინალური დაჯგუფება“, სადაც გაერთიანებულნი არიან ნასამართლევი ჩინოვნიკები.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე