გერმანიის პარლამენტმა ერთნაირსქესიანთა ქორწინებას მხარი დაუჭირა

საქართველო, თბილისი - 12:16 | 30.06.2017
ნანახია: 1191

გერმანიის პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით ერთნაირსქესიანთა ქორწინებას მხარი დაუჭირა. გადაწყვეტილებას 623-დან ხმა 393-მა დეპუტატმა  მისცა.

ქორწინების ლეგალიზაციის წინააღმდეგ ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი და ქრისტიან სოციალური კავშირი გამოდიოდა, რომლებიც მმართველ პარტიაში უმრავლესობას წარმოადგენენ.

 თუმცა კანცლერმა ანგელა მერკელმა მათ მოუწოდა კენჭისყრისას ეხელმძღვანელათ საკუთრი პოზიციებით და არა პარტიულით. თავად მერკელის განცხადებით ერთნაირსქესიანთა ქორწინების წინააღმდეგია, რადგან ოჯახი მისთვის ქალისა და მამაკაცის კავშირია.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე