"ქართული ოცნება" თბილისის მერობის კანდიდატს ხვალ წარადგენს

საქართველო, თბილისი - 10:44 | 30.06.2017
ნანახია: 1181

"ქართული ოცნება" თბილისის მერობის კანდიდატს ხვალ წარადგენს. მმართველი გუნდი ამ თანამდებობაზე ვიცე პრემიერს, ენერგეტიკის მინისტრს კახა კალაძეს დაასახელებს, თუმცა მანამდე, დაგეგმილია პოლიტსაბჭოს სხდომა, რის შემდეგაც პრემიერმინისტრი გააკეთებს განცხადებას.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ კახა კალაძე თბილისის მერობის უალტერნატივო კანდიდატია.

„კახი არის ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ძლიერი ფორვარდი და რა თქმა უნდა, მისი განხილვა ამ პოზიციაზე არის ძალიან რეალური. მას აქვს დიდი შანსები და მას აქვს დიდი შესაძლებლობები, რომ იყოს წარმატებული მერი,“ - განაცხადა ,,რუსთავი 2“ - თან არჩილ თალაკვაძემ.

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე