აღმაშენებლის ხეივანში ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა

საქართველო, თბილისი - 10:08 | 30.06.2017
ნანახია: 1087

აღმაშენებლის ხეივანში ერთ-ერთი სადისტრიბუციო კომპანიის ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა, ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი ავრცელებს. 

როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს პრესსამსახურში აცხადებენ, მეხანძრე-მაშველები შემთხვევის ადგილზე დროულად გამოცხადდნენ და ხანძრის ჩაქრობა მალევე შეძლეს. 

მათივე ცნობით, დამწვარია მანქანის სალონი და პროდუქცია.

შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე