ნემცოვის მკვლელობაში ბრალდებულები დამნაშავედ ცნეს

საქართველო, თბილისი - 18:28 | 29.06.2017
ნანახია: 1173

ნემცოვის მკვლელობაში ეჭვმიტანილები მოსკოვის საოლქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო. განაჩენს მხარი 12 ნაფიცი მსაჯულიდან 10-მა დაუჭირა.

ნაფიცმა მსაჯულებმა ასევე დაადასტურეს, რომ განსასჯელთა ბრალეულობა დამტკიცებულია. ბორის ნემცოვი მოსკოვში 2015 წლის 27 თებერვალს მოკლეს.

მისი მკვლელობის ბრალდებით სასამართლოს წინაშე 5 პირი: ზაურ დადაევი, ანზორ გუბაშევი, შადიდ გუბაშევი, თემირლან ესკერხანოვი და ხამზათ ბახაევი წარსდგა.

გამოძიების მტკიცებით, ნემცოვს დადაევმა ზურგში 6-ჯერ ესროლა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე