მოსმენილი მაძლევდა საფუძველს მეფიქრა, რომ დანაშაული მზადდებოდა - "ციანიდის საქმის" მოწმე

საქართველო, თბილისი - 14:54 | 29.06.2017
ნანახია: 1480

ე.წ ციანიდის საქმეში ბრალდების მოწმის, ლილი გელაშვილის განცხადებით, აუდიომასალა აძლევდა საფუძველს ეფიქრა, რომ დანაშაული მზადდებოდა.

მისივე თქმით, აღნიშნული აუდიომასალა გამოძიების დაწყებამდეა ჩაწერილი.

„გამოძიების დაწყებამდე შედგა შეხვედრა ჩვენსა და ირაკლი მამალაძეს შორის. ამაზე მივეცი ჩვენება. პროკურატურა ამ შეხვედრამდე არ ფლობდა ინფორმაციას. ის, რაც მოსმენილი მქონდა, მაძლევდა საფუძველს მეფიქრა, რომ დანაშაული მზადდებოდა. დეტალებს ვერ ვიტყვი. მე რომ არ მქონოდა განცდა, არ მოვუწოდებდი, რომ მიეწოდებინა ინფორმაცია პროკურატურისთვის. მაქვს ერთი ჩანაწერი მოსმენილი, რომელმაც მომცა საფუძველი და შიში იმის, რომ ასეთი რჩევა მიმეცა. მე არ ვიცი ვიდეო, მე მოვუსმინე აუდიომასალას, რომელიც გამოძიების დაწყებამდეა ჩაწერილი", -  განაცხადა გელაშვილმა ე.წ. ციანიდის საქმეზე დაკითხვის შემდეგ.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე