შემთხვევითი მკვლელობა კლიპის გადაღების დროს

საქართველო, თბილისი - 13:23 | 29.06.2017
ნანახია: 1575

ამერიკის მინესოტას შტატის მცხოვრებმა მონალიზა პერესმა ვიდეორგოლის გადაღებისას თავისი მეგობარი ბიჭი პედრო რუიზი შემთხვევით მოკლა. ახალგაზრდები კლიპს YouTube-თვის იღებდნენ.
წყვილმა გადაწყვიტა შეემოწმებინა ჩარჩებოდა თუ არა წიგნში ტყვია. თავიანთი ექსპერიმენტისთვის შეარჩიეს პისტოლეტი Desert Eagle და სქელყდიანი ენციკლოპედია.

პედრომ წიგნი მკერდზე მიიფარა, მონალიზამ კი ისროლა. ტყვიამ ყდა გახვრიტა და ახალგაზრდა კაცს მკერდში მოხვდა. გოგონამ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა მაშინვე გამოიძახა, თუმცა მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

იმის მიუხედავად რომ იდეა პედროს ეკუთვნოდა, მონალიზას 10 წლამდე პატიმრობა და 20 ათასამდე დოლარის ჯარიმის გადახდა ემუქრება.




პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე