იმედგაცურება შეიძლება, სუსტ ზმნად გამოვიყენოთ, შეიძლება, ძლიერად - ჯეჯელავა

საქართველო, თბილისი - 12:20 | 29.06.2017
ნანახია: 1146

ვიცე-პრემიერისა და განათლების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, იმედგაცურება შეიძლება სუსტ ზმნად გამოვიყენოთ, შეიძლება ძლიერად.

აღნიშნული განცხადება ჯეჯელავამ მას შემდეგ გააკეთა, რაც ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა  ჯანი ბუკიკიომ აღნიშნა, რომ საქართველოში მაჟორიტარული სისტემის გაუქმების 2024 წლამდე გადავადებით იმედგაცრუებულია. 

„თარგმანის ამბავია. იმედგაცრუება შეიძლება, სუსტ ზმნად გამოვიყენოთ, შეიძლება ძლიერად. მთავარი ის არის, რომ როგორც ბატონი ბუკიკიო, ვენეციის კომისია, ასევე ჩვენი გუნდი და ყველა, ვინც ამ პროცესში მონაწილეობდა, დარწმუნებულია, რომ გადაწყვეტილება მოინახოს კონსესუსით ვენეციის კომისიასთან და მათი მოსაზრებები აუცილებლად გასათვალისწინებელია", - განაცხადა ჯეჯელავამ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე