ბრაზილიის პრეზიდენტის რეზიდენციაში შეჭრას ცდილობდნენ

საქართველო, თბილისი - 11:26 | 29.06.2017
ნანახია: 1106

ბრაზილიის პრეზიდენტის რეზიდენციის კარს ავტომობილი დაეჯახა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, სასახლის დაცვამ მანქანას ცეცხლი გაუხსნა. ავტომობილის მძღოლი, რომელიც ზოგიერთი მონაცემებით არასრულწლოვანია, დააკავეს.

პრეზიდენტი მიშელ ტემერი თავდასხმის დროს რეზიდენციაში არ იმყოფებოდა.

ინციდენტი ქვეყანაში გამწვავებული კორუფციული სკანდალის ფონზე მოხდა. პროკურატურა პრეზიდენტს ქრთამის აღებაში ადანაშაულებს.

ბრაზილიის გენერალური პროკურატურის განცხადებით, პრეზიდენტი ტემერი ხორცისგადამამუშავებლი საწარმოს ხელმძღვანელისგან ქრთამს იღებდა.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე