ოჯახი, რომლის წევრებიც არ ბერდებიან

საქართველო, თბილისი - 13:50 | 28.06.2017
ნანახია: 1335

სოციალურ ქსელში პოპულარობას იხვეჭს ტაივანური ოჯახის ფოტოები, რომლის წევრებიც ასაკის მიუხედავად არ ბერდებიან.

41 წლის ლიურ ჰიუ, რომელიც ინტერიერის დიზაინერია, თავისი ასაკის შესაფერისად სრულებით არ გამოიყურება. გარეგნობის მიხედვით ის 16-17 წლის გოგოს გავს.

ლიურის ორი და ჰყავს, რომლებიც 36 და 40 წლის არიან. ორივე თავის ასაკთან შედარებით ორჯერ ახალგაზრდულად გამოიყურება.

ამ ფენომენის გამო გოგონებს სოციალურ ქსელში უამრავი თაყვანისმცემელი შეიძინეს.

როგორც გოგონები აცხადებენ, მათი არაჩვეულებრივი გარეგნობის საიდუმლო ძალიან მარტივია. ამის გარდა ისინი არასდროს მიირთმევენ ტკბილ სასმელს.

ერთ-ერთმა დამ სილამაზის სალონიც გახსნა, რათა სხვა ქალებს გალამაზებასა და გაახალგაზრდავებაში დაეხმაროს.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე