Facebook-ის მომხმარებელთა რაოდენობამ 2 მილიარდს მიაღწია

საქართველო, თბილისი - 11:34 | 28.06.2017
ნანახია: 1228

Facebook-ში აქაუნთების რაოდენობამ 2 მილიარდს მიაღწია, - ამის შესახებ სოციალური ქსელის დამაარსებელი მარკ ცუკერბერგი საკუთარ გვერდზე წერს.

„დღეს, დილით ფეისბუკ-საზოგადოების რიცხოვნობამ რეკორდულ მაჩვენებელს, 2 მილიარდს მიაღწია. ჩვენ ამ წარმატებას ადამიანების გაერთიანებით მივაღწიეთ. ჩემთვის დიდი პატივია ამ გზაზე თქვენთან ერთად ვიყო,“ - აცხადებს ცუკერბერგი.

სოციალური ქსელი19 წლის სტუდენტმა 2004 წელს დააარსა.

„facebook“-ის შტაბ-ბინა კალიფორნიაში, მენლო-პარკში მდებარეობს. 2017 წლისთვის კომპანიაში დასაქმებულთა რაოდენობამ 18770 ადამიანი შეადგინა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე