ვენესუელაში ძალოვანების ჯგუფი შსს-სა და უმაღლესი სასამრთლოს შენობებს თავს დაესხა

საქართველო, თბილისი - 11:00 | 28.06.2017
ნანახია: 1354

ვენესუელაში ძალოვანების ჯგუფმა პოლიციის ვერტმფრენი გაიტაცა, და შსს-სა და უმაღლესი სასამართლოს შენობებს ყუმბარები ესროლა. მათ პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის დაწყების შესახებ განაცხადეს, შემდეგ კი გაურკვევლი მიმართულებით გაუჩინარდნენ.

ხელისუფლებამ მომხდარს ტერორისტული თავდასხმა უწოდა და მასთან კავშირში მყოფ პირებზე ძებნა გამოაცხადა.

უწყებებზე თავდასხმის პარალელურად ინტერნეტში გავრცელდა ჯგუფის ხელმძღვანელის  ოფიცერ ოსკარ პერესის ვიდეომიმართვა, სადაც მან ძალოვანების წინაშე დასახული მიზნები განმარტა.

 „პრეზიდენტო ნოკოლას მადურო, მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ გადადგე შენს მინისტრებთან ერთად და დანიშნო არჩევნები“, -განაცხადა პერესმა.

ჯგუფის წევრებს მან ნაციონალსიტები, პატრიოტები და სახელმწიფოებრივი ადამიანები უწოდა. ჯერჯერობით უცნობია, რამდენი წევრისგან შედგება ორგანიზაცია, ჩანაწერში პერესის უკან კიდევ ოთხი ნიღბიანი და შეიარაღებული ადამიანი ჩანს. თავად პერესს სახე დაფარული არ აქვს.  
მისი თქმით, დაჯგუფებას პარტიული კუთვნილება არ გააჩნია. „ეს არის ბრძოლა არა დანარჩენი შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ, არამედ უკანონობის, რომელიც ამ მთავრობამ მოგვახვია, ტირანიის, ახალგაზრდების მკვლელობის წინააღმდეგ, რომლებიც იბრძვიან თავიანთი კანონიერი უფლებებისთვის. შიმშილის, ჯანდაცვის არარსებობისა და ფანატიზმის წინააღმდეგ. ეს არის ბრძოლა სიცოცხლისთვის და იმედისთვის“,- ნათქვამია მიმართვაში.

ხელისუფლებამ კარაკასის ქუჩებში ჯავშანტექნიკა გამოიყვანა, შეთქმულების დასაკავებლად სპეცრაზმის მობილაზაცია გამოცხადდა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე