საქართველოს პრეზიდენტი დღეს ბათუმს ეწვევა

საქართველო, თბილისი - 10:35 | 28.06.2017
ნანახია: 1188

საქართველოს პრეზიდენტი დღეს ბათუმს ეწვევა. გიორგი მარგველაშვილი ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების XVII კონგრესს დაესწრება, რომელიცკონსტიტუციური პრინციპების დაცვასა და გამოყენებაში საკონსტიტუციო სასამართლოების როლს შეეხება.

საქართველოს პრეზიდენტი კონგრესზე სიტყვით გამოვა და კონგრესის მონაწილე,  40-ზე მეტი ევროპული ქვეყნებისსაკონსტიტუციოსასამართლოების თავმჯდომარეებს მიმართავს.

ბათუმში საქართველოს პრეზიდენტის სახელით კონგრესის მონაწილეებისათვის მიღება გაიმართება.

ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების წევრი ქვეყნების გარდა კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს ასევე,ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო, რომელსაც 29 ივნისს საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი შეხვდება და საქართველოს საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე