„ისლამურმა სახელმწიფომ“ „სამოთხის პასპორტის“ გაცემა დაიწყო

საქართველო, თბილისი - 15:50 | 27.06.2017
ნანახია: 1210

„ისლამურმა სახელმწიფომ“ თავისი მებრძოლებისთვის „სამოთხის პასპორტის“ გაცემა დაიწყო.
დოკუმენტის ნიმუშები სირიის შეიარაღებულმა ოპოზიციის წარმომადგენლებმა რაქის გათავისუფლების ბრძოლისას აღმოაჩინეს.

ხარისხინად დამზადებული დოკუმენტები მწვანე და ოქროსფერია და არაბულ და ინგლისურ ენებზე ყურანიდან ციტატებს შეიცავს. ამონარიდები მებრძოლების მოტივირებისთვისაა განკუთვნილი, რათა ტერაქტები თვითმკვლელის ქამრისა და დანაღმული ავტომობილების საშუალებით განახორციელონ.

პასპორტის ყდაზე დაბეჭდილია წარწერა „პასპორტი სამოთხეში“. მათი გაცემისას „ისლამური სახელმწიფო“ თავის მიმდევრებს არწმუნებს, რომ თუ ისინი მოწამეები გახდებიან, სამოთხეში მოხვედრა გარანტირებული ექნებათ.

პასპორტში არ არსებობს პერსონალური ინფორმაცია მისი მფლობელის შესახებ.

სირიის ქალაქი რაქა „ისლამური სახელმწიფოს“ კონტროლის ქვეშ 2013 წლიდან იმყოფება და ის მებრძოლების დედაქალაქად არის აღიარებული. 2016 წელს საერთაშორისო კოალიციამ აშშ-ის მეთაურობით რაქის გათავისუფლების ოპერაცია დაიწყო. ამ ეტაპზე ბრძოლები ქალაქის მისასვლელებთან მიმდინარეობს.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე