პოროშენკოსთან მარგველაშვილი სააკაშვილის ექსტრადაციის საკითხის წამოწევას არ გეგმავს -მიშველაძე

საქართველო, თბილისი - 15:19 | 27.06.2017
ნანახია: 1113

პრეზიდენტის პრესსპიკერის, ეკა მიშველაძის განცხადებით, პეტრო პოროშენკოს ვიზიტისას გიორგი მარგველაშვილი მიხეილ სააკაშვილის ექსტრადაციის საკითხის წამოწევას არ გეგმავს.

მიშველაძის თქმით, ეს თემა წინასწარი დღის წესრიგით არ არის გათვალისწინებული. 

"უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია, სადაც განიხილება ორი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხები. ეს თემა წინასწარ დღის წესრიგში არ არის გათვალისწინებული და თავად მარგველაშვილი ამ თემის წამოწევას არ გეგმავს,"-განაცხადა მიშველაძემ.

ცნობისთვის,  უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტი  ივლისის მეორე ნახევრისთვის იგეგმება.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე