რუსეთის ელჩი ამერიკაში თანამდებობას ტოვებს

საქართველო, თბილისი - 12:53 | 27.06.2017
ნანახია: 1111

რუსეთის ელჩი ამერიკაში სერგეი კისლიაკი თანამდებობას ტოვებს. რუსეთ-ამერიკის ბიზნეს-საბჭოს ინფორმაციით, დიპლომატს 11 ივლისს ვაშინგტონის ერთ-ერთ სასტუმროში გამოსამშვიდობებელი საღამოს მოუწყობენ.

ღონისძიება პრესისთვის დახურული იქნება.

ოფიციალური მოსკოვი ამ ინფორმაციას ჯერჯერობით არც ადასტურებს და არც უარყოფს. სერგეი კისლიაკი შეერთებულ შტატებში რუსეთის ელჩად 2008 წელს დაინიშნა. სწორედ მასთან საიდუმლო კავშირისთვის  მოუხდა ტრამპის მრჩეველს, მაიკლ ფლინს თანამდებობის დატოვება.

კისლიაკთან ფარულ შეხვედრებში ტრამპის გარემოცვის სხვა წევრებიც არიან ეჭვმიტანილნი.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე