აფგან მუხთარლის საქმეზე ვიდეოჩანაწერები გამოქვეყნდება - შალვა ხუციშვილი

საქართველო, თბილისი - 12:33 | 27.06.2017
ნანახია: 1470

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, შალვა ხუციშვილის განცხადებით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეზე ვიდეოჩანაწერები გამოქვეყნდება.

"ვიდრე არ იქნება გამოძიების შედეგები, ვიდრე არ იქნება ჩვენება და არ შეჯერდება საერთო სურათი, მანამდე შუალედურ შედეგებს ვერ გამოვაქვეყნებთ. ჩვენ ვიხილეთ მუხტარლის განცხადებები ცალკეულ საკითხებზე, ამიტომ სრული სურათისთვის საჭიროა გვქონდეს დეტალური ჩვენება. ვიდეოკამერები არის საქმის ერთი კომპონენტი, ჩანაწერების გარდა დაკითხულია ასეულობით მოწმე", - განაცხადა შალვა ხუციშვილმა. 

აფგან მუხტარლის საქმეზე დღეს კომენტარი გააკეთა საქართველოში მყოფმა აზერბაიჯანის გენერალური პროკურორის მოადგილე, კამრან ალიევმა. მისი თქმით,  აზერბაიჯანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა და გამოძიებას აწარმოებს საკუთარი და არა ევროპარლამენტის კანონმდებლობის შესაბამისად.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე