კახეთში სეტყვამ ატმის ბაღები დააზიანა

საქართველო, თბილისი - 18:05 | 26.06.2017
ნანახია: 1202

კახეთში სეტყვამ ატმის ბაღები დააზიანა.

როგორც გლეხები ამბობენ, სეტყვა მოსავლის ხარისხზე აისახა და ატმის რეალიზაციის პრობლემა აქვთ.

"მოსავალი დაზიანებულია, მომხმარებელს კი საღი ხილი უნდა. ვედრო ატამს ორ ლარად ვყიდით. ამდენი წელია გვპირდებიან კახეთში ხილის გადამამუშავებელი საწარმოს აშენებას, თუმცა აქამდე ვერ მოხერხდა", - განაცხადა ვეჯინის მკვიდრმა ზურაბ სიბაშვილმა. 

გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელი გივი გერგიძე იმედოვნებს, რომ კახეთში ხილის გადამამუშავებელი საწარმო მალე აშენდება და გლეხების პრობლემები მოგვარდება. 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე