ბრალდებულ დეკანოზს ხვალ სასულიერო პირები შეხვდებიან

საქართველო, თბილისი - 16:12 | 26.06.2017
ნანახია: 1241

დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი და დეკანოზი დავით ჭინჭარაული ხვალ სავარაუდოდ ე.წ. მატროსოვის ციხეში ბრალდებულ გიორგი მამალაძეს მოინახულებენ. 

კახაბერმა გოგოტიშვილის თქმით, შეხვედრა მამა გიორგის ინიციატივით შედგება, რომელსაც სურს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს "რაღაც" გადასცეს. 

"მზადდება საბუთები მამა გიორგისთან შესასვლელად. სავარაუდოდ ხვალ 12.00 საათისთვის შევალთ მე და დავით ჭინჭარაული. შეხვედრა მამა გიორგის სურვილით ხდება. როგორც ის აცხადებს, მას სურს პატრიარქს რაღაც გადასცეს“, - აღნიშნა დეკანოზმა კახაბერ გოგოტიშვილმა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე