კალიფორნიაში ტყის ხანძრის ლოკალიზებას ამ დრომდე ვერ ახერხებენ

საქართველო, თბილისი - 14:54 | 26.06.2017
ნანახია: 1136

კალიფორნიაში ტყის ხანძრის ლოკალიზებას ამ დრომდე ვერ ახერხებენ. სტიქიური უბედურების ზონიდან  მოსახლეობის ევაკუაცია ხორციელდება.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი სავარაუდოდ ავტოსაგზაო შემთხვევა გახდა. აალებული ავტომობილიდან ცეცხლი ხეს მოედო და ტყის მასივზე გავრცელდა.

ხანძარმა ბოლო 12 საათის განმავლობაში ასობით ჰექტარი ფართობი გაანადგურა.

ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ ჯერჯერობით არ გავრცელებულა.

მსუბუქად დაშავდა ერთი მეხანძრე.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე