უდუმაშვილი კარგი ჟურნალისტია, მაგრამ შეძლებს ის ქალაქს გაუძღვეს? - გიორგი ვაშაძე

საქართველო, თბილისი - 13:09 | 26.06.2017
ნანახია: 1673

რამდენად კარგი კანდიდატია ზაალ უდუმაშვილი თბილისის მერის თანამდებობაზე, ამას ამომრჩეველი გადაწყვეტს, ამის შესახებ პარტია „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„ზაალ უდუმაშვილი არის ძალიან კარგი ჟურნალისტი, მაგრამ მთავარი კითხვა რაც მაქვს - შეძლებს თუ არა ის ქალაქს გაუძღვეს, რამდენად არის ის დამოუკიდებელი პიროვნება და რამდენად აქვს მერის უნარჩვევები. ეს არის კითხვები, რომელიც ნებისმიერ ადამიანს ექნება ზაალ უდუმაშვილთან მიმართებაში. ამ კითხვებზე პასუხს ამომრჩეველი გასცემს",-განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ მერობის კანდიდატად ზაალ უდუმაშვილი წარადგინა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე