მალიორკას სანაპიროებთან ზვიგენი გამოჩნდა (ვიდეო)

საქართველო, თბილისი - 11:08 | 26.06.2017
ნანახია: 1782

მალიორკას სანაპიროზე ცისფერი ზვიგენის გამოჩენამ დამსვენებლებში პანიკა გამოიწვია, ამის გამო რამდენიმე სანაპიროდან ხალხის ევაკუირება გახდა საჭირო.  
ზვიგენი პირველად კალა-მახორისა და კან-პასტილიას სანაპიროებზე შენიშნეს. დამსვენებლებმა ის ვიდეოზეც აღბეჭდეს, სადაც კარგად ჩანს როგორ ცურავს ის დამსვენებლების სიახლოვეს, რომლებამც მისი დანახვისთანავე ნაპირს მიაშურეს.

მაშველებმა სანაპირო დახურეს. გუშინ კი ზვიგენის დაჭერა მოხერხდა. მედიის ცნობით მას თავში სერიოზული ჭრილობა ჰქონდა, რომელიც სავარაუდოდ კაუჭისგან ჰქონდა მიყენებული.





პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე