ანტალიაში ”ისლამურ სახელმწიფოსთან” კავშირში მყოფი 20 ეჭვმიტანილი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 12:04 | 06.11.2015
ნანახია: 2112

თურქეთის პოლიციამ ანტალიაში სპეცოპერაციისას ”ისლამურ სახელმწიფოსთან” კავშირში მყოფი 20 ადამიანი დააკავა. ამის შესახებ სააგენტო DHA იტყობინება.

სააგენტოს წყაროს ინფორმაციით, სპეცოპერაცია G20-ის ქვეყნების ლიდერების სამიტის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ფარგლებში ჩატარდა. სამიტი ანტალიაში 15-16 ნოემბერს იმართება.

სხვადასხვა მონაცემებით, ”ისლამური სახელმწიფოს” მიერ კონტროლირებადი ტერიტორია 90 ათას კვადრატულ მეტრს მოიცავს. ექსტრემისტული ორგანიზაციის წევრთა რაოდენობა კი დაახლოებით 200 ათასს შეადგენს. გავრცელებული ინფორმაციით, მათგან 30 ათასი მებრძოლი უცხოელია.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე