პრეზიდენტისა და მისი ე.წ. გუნდის განცხადებები არ გვაინტერესებს - ირაკლი კობახიძე

საქართველო, თბილისი - 18:34 | 23.06.2017
ნანახია: 1466

პრეზიდენტისა და მისი ე.წ. გუნდის განცხადებები არ გვაინტერესებს, - ამის შესახებ საზოგადოებრივის კითხვის საპასუხოდ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

კობახიძე პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, გიორგი აბაშიშვილის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას შეურაცხყოფად აფასებს. 

"რა კომენტარი შეიძლება ამასთან დაკავშირებით გაკეთდეს? რა თქმა უნდა, ეს არის შეურაცხყოფა. იმ ადამიანების გამონათქვამები არ გვაინტერესებს, რომელთა მიზანია დესტრუქცია. ეს არის მარგველაშვილი, აბაშიშვილი და ა.შ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოხელეები, რომელთაც პრეზიდენტის გუნდი ეწოდებათ. როგორ შეიძლება, მოხელეების კომენტარებთან დაკავშირებით კომენტარი მე გავაკეთო? პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის განცხადებებზე კომენტარს პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელობა გააკეთებს", - აღნიშნა კობახიძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე