ჰოლანდიამ შარმ-ელ-შეიხში ყველა რეისი გააუქმა

საქართველო, თბილისი - 11:49 | 06.11.2015
ნანახია: 1869

ჰოლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შარმ-ელ-შეიხში ქვეყნის ყველა ავიაკომპანიის რეისი გააუქმა. აღნშნული ღონისძიება 8 ნოემბრამდე იმოქმედებს.

NL Times -ის ინფორმაციით, მთავრობა მოქალაქეებს ურჩევს თავი შეიკავონ კუროტულ ზონაში მოგზაურობისგან. ეგვიპტეში მყოფ ჰოლანდიელებს კი რეკომენადია მისცეს თავიანთ ტურისტულ სააგენტოებს მიმართონ. საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ამ დროისათვის შარმ-ელ-შეიხში ნიდერლანდების 408 მოქალაქე იმყოფება.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ჰოლანდიის ხელისუფლება კურორტზე ბრიტანეთის მიერ უსაფრთხოების პირობების გამოძიების შედეგებს ელოდება.

მანამდე შარმ-ელ-შეიხში ავიარეისები დიდმა ბრიტანეთმაც გააუქმა.

A321-ის კატასტროფის შემდეგ სინაის ნახევარკუნძულზე, სადაც რუსული ლაინერი ჩამოვარდა, ფრენაზე უარი რიგმა წამყვანმა მსოფლიო და ევროპულმა ავიაკომპანიებმა თქვეს. მათ შორის Etihad Airways-მა, Air Arabia-მ, Qatar Airways-მა, Jazeera Airways-მა (კუვეიტი) Gulf Air-მა (ბახრეინი) და Air Berlin-მა.

რუსული თვითმფრინავი ეგვიპტეში 31 ოქტომბერს ჩამოვარდა. ბორტზე მყოფი 224 მგზავრიდან არავინ გადარჩენილა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე