დეკანოზის ადვოკატი აუდიოსთან ერთად პატრიარქთან შეხვედრის ვიდეომასალის გამოქვეყნებას ითხოვს

საქართველო, თბილისი - 13:18 | 23.06.2017
ნანახია: 1826

„ვიცი, რომ ვიდეოჩაწერაც იყო და გვანახონ, ხელით როგორ აჩერებდა დეკანოზს მამა დავით ჭინჭარაული", - ასე გამოეხმაურა დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი გიორგი ფანცულაია საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ პატრიარქის და დეკანოზის ოჯახის შეხვედრის აუდიოჩანაწერს.

მისივე თქმით, ის ჯერ აუდიჩანაწერს არ გაცნობია, თუმცა ვიდეოჩანაწერის გამოწვეყნებასაც ითხოვს.

„გულწრფელად გეტყვით, ჯერ ვერ გავეცანი აუდიოჩანაწერს. ვიცი, რომ იყო ვიდეოჩაწერა და თუ გასაჯაროებაა, ვიდეოც უნდა გვანახონ. მაგალითად, მამა დავით ჭინჭარაული ხელით როგორ აჩერებდა დეკანოზს, ეს აუდიოჩანაწერში არ ჩანს“, - განაცხადა ფანცულაიამ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე