პაატა სალია: საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ დარღვეულა

საქართველო, თბილისი - 11:27 | 06.11.2015
ნანახია: 2025

სპეციალურ ბრიფნგზე ადვოკატმა, პაატა სალიამ ისაუბრა სასამართლო განჩინებაზე ისაუბრა, რომლის მიხედვითაც რუსთავი 2-ში დროებითი მმართველები დაინიშნენ.

ადვოკატის თქმით,  სამაუწყებლო კოპანია მესამე პირებისგან იმართება და დავალებებს მათგან იღებს.  პაატა სალიას თქმით, ჟურნალისტური საქმიანობა არ შეფერხდება.

ადვოკატმა განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ დარღვეულა და ამაზე საუბრის მიზანი საზოგადოებაში შეცდომაში შეყვანაა.

"საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დარღვევა არ მომხდარა. ეს არის აშკარა მცდელობა, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, ეს არის ტყუილი, ეს არ არის კანონის დარღვევა, პირიქით, კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში ვმოქმედებდით,"-განაცხადა სალიამ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე