აშშ-ის ტროპიკული შტორმი „სინდი“ მიუახლოვდა

საქართველო, თბილისი - 14:37 | 22.06.2017
ნანახია: 1150

ტროპიკულმა შტორმმა „სინდი“ აშშ-ის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროებს მიაღწია.

მეტეოროლოგების თქმით, „სინდი“ საფრთხეს 17 მლნ ამერიკელს შეუქმნის.

ამჟამად ციკლონი ლუზიანას შტატში მდებარეობს, ის საათში  20 კმ-ით მოძრაობს, თუმცა სპეციალისტების თქმით, მისი სიჩქარე საათში 65 კმ-ს მიაღწევს.

შტორმმა ხვალ დილით შესაძლოა არკანზასის შტატს მიაღწიოს, რის შემდეგაც ტენესისა და კენტუკის შტატების მიმართულებით იმოძრავებს.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე