პარლამენტში კონსტიტუციის კანონპროექტის განხილვა, დეპუტატების არასრული შემადგენლობით გაგრძელდება

საქართველო, თბილისი - 09:20 | 22.06.2017
ნანახია: 1149

საქართველოს კონსტიტუციის კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა დღესაც ნახევრად ცარიელ დარბაზში გაგრძელდება. სესიაზე დეპუტატები ამჯერად პროექტის მეორე ნაწილზე იმსჯელებენ, რომელიც აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას ეხება.

კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე საუბარი გუშინ საკანონმდებლო ორგანოში ბოიკოტის ფონზე ჩატარდა - ერთმანეთის მიყოლებით სამივე ოპოზიციური ფრაქცია სხდომათა დარბაზიდან მწვავე განცხადებების შემდეგ გავიდა და „ქართული ოცნება“ კონსტიტუციის საკუთარი პროექტის პირისპირ მარტო დატოვა.

„ისინი დაბრუნდებიან მალე. თუ არ დაბრუნდებიან, ოპოზიციის ადგილებს პარლამენტში დაიკავებენ სხვა ოპოზიციური პარტიები, მაშინ, როდესაც შემდეგი არჩევნები მოვა,“ - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ. 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე