ბათუმის მიმართულებით მატარებლების რაოდენობა გაიზარდა

საქართველო, თბილისი - 09:00 | 22.06.2017
ნანახია: 1322

„საქართველოს რკინიგზამ“ 23 და 25 ივნისს მატარებლების რაოდენობა გაზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს რკინიგზა“ ავრცელებს.

შვეიცარული კომპანია „შტადლერის“ ორსართულიანი ელექტრომატარებელი რეისებს ახალი განრიგით შეასრულებს.

ელექტრომატარებელი თბილისის ცენტრალური ვაგზლიდან გავა 23 ივნისს - 10:30 წთ. და ბათუმში ჩავა 15:29 წთ-ზე. 25 ივნისს ბათუმიდან გამოვა 17:05 წთ და თბილისში დაბრუნდება 22 სთ-ზე.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე