სახალხო დამცველს პარლამენტი ხუთის ნაცვლად, ექვსი წლის ვადით აირჩევს

საქართველო, თბილისი - 16:37 | 21.06.2017
ნანახია: 1110

სახალხო დამცველს პარლამენტი ხუთის ნაცვლად, ექვსი წლის ვადით აირჩევს.

ომბუდსმენის არჩევა პარლამენტის სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით (90 ხმა) მოხდება.

ცვლილებები საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის კორექტირებულ ვარიანტშია ასახული, რომელიც დღეს პარლამენტს პირველი მოსმენით წარედგინება.

არსებული ინფორმაციით, კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებებით, სახალხო დამცველად ერთი და იმავე პირის ხელმეორედ ზედიზედ ორჯერ არჩევა ვეღარ მოხდება.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე