საქართველო 7 ყველაზე უსაფრთხო ქვეყანას შორის დასახელდა

საქართველო, თბილისი - 12:23 | 21.06.2017
ნანახია: 1156

ცნობილი კვლევითი პორტალის NUMBEO–ს „დანაშაულის ინდექსის“ მიხედვით, საქართველო 2017 წელს 125 ქვეყანას შორის 7 ყველაზე უსაფრთხო ქვეყანას შორის დასახელდა.

კვლევის თანახმად, საქართველოში უსაფრთხოების დონე მაღალია, დანაშაულის რაოდენობა კი - დაბალი. Numbeo-ს მონაცემებით, საქართველოში დანაშაულის ინდექსია - 20.83, უსაფრთხოების ინდექსი - 79.17.

Numbeo მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი მონაცემთა ბაზაა, რომელიც მომხმარებელთა ინფორმაციაზე დაყრდნობით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ქვეყნებსა და ქალაქებში უსაფრთხოებისა და დანაშაულის კუთხით არსებულ ვითარებას აფასებს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე