ძლიერი წვიმის გამო თბილისში ეზოები და სადარბაზოები დაიტბორა

საქართველო, თბილისი - 11:50 | 20.06.2017
ნანახია: 1242

წუხელ, ძლიერი წვიმის გამო, თბილისში ეზოები და საცხოვრებელი კორპუსების სადარბაზოები დაიტბორა. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში 25-მდე შეტყობინება დაფიქსირდა. 
 
”შეტყობინებები ძირითადად იყო დიდუბე-ჩუღურეთიდან, გლდანი-ნაძალადევიდან და ვაკე-საბურთალოდან. დაიტბორა ეზოები და საცხოვრებელი კორპუსების სადარბაზოები, არ არიან დაშავებულები. ამ ეტაპზე ვითარება სტაბილურია. ყველა შეტყობინებაზე ოპერატიული რეაგირება მოვახდინეთ. ჩვენი სამაშველო ჯგუფები დროულად გავიდნენ და განახორციელეს სამაშველო სამუშაოები. ამ ეტაპზე ვითარება კონტროლირებადია”, - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში. 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე