ბათუმში ავარიის შედეგად 45 წლის მამაკაცი დაიღუპა

საქართველო, თბილისი - 10:40 | 20.06.2017
ნანახია: 1314

ველოსიპედისტი, რომელსაც ბათუმში, 19 ივნისს, რუსთაველის ქუჩაზე მანქანა დაეჯახა, გარდაიცვალა. ინფორმაციას ბათუმელები ავრცელებს.

სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, ველოსიპედისტი, დაახლოებით 45 წლის მამაკაცი იყო, რომელსაც  მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა და მძიმე დაზიანებებით გადაიყვანეს საავადმყოფოში.

ველოსიპედისტის გარდაცვალების ფაქტს შსს-შიც ადასტურებენ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე