მიწის საკუთრებაზე გარკვეული შეზღუდვები უცხოურ ინვესტიციებს არანაირ პრობლემას არ შეუქმნის - პრემიერი

საქართველო, თბილისი - 19:12 | 19.06.2017
ნანახია: 1412

მიწის საკუთრებაზე გარკვეული შეზღუდვები უცხოურ ინვესტიციებს არანაირ პრობლემას არ შეუქმნის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ამ გზით შესაძლებელია, რომ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს შევუწყოთ ხელი ისე, რომ არანაირი შეფერხება არ მოხდეს.

„პირველ რიგში, ეს არის აუცილებელი პასუხი ჩვენი მოსახლეობის სურვილზე. ჩვენ გვექნება რა თქმა უნდა, ფორმები, როგორებიცაა გრძელვადიანი იჯარა კვალიფიციური ინვესტორებისთვის. რა თქმა უნდა, ამ გზით შესაძლებელია, რომ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს შევუწყოთ ხელი ისე, რომ არანაირი შეფერხება არ მოხდეს. ცვლილება, რომელსაც ჩვენ ვღებულობთ, არ არის მეტროაქტიული და არ ეხება არსებულ მფლობელობას“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე