ობამა А321-ის ბორტზე ბომბის აფეთქებას არ გამორიცხავს

საქართველო, თბილისი - 10:24 | 06.11.2015
ნანახია: 2190

აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა სინაიში ჩამოვარდნილი რუსული თვითმფრინავის А321-ის ბორტზე ბომბის აფეთქებას არ გამორიცხავს. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება,

”ვფიქრობ, არის ალაბთობა, რომ ბორტზე ბომბი იყო”, - განაცხადა ობამამ.

მისი თქმით, აშშ ავიაკატასტროფის საკუთრ გამოძიებას გეგმავს.

ავიაკომპანია ”კოგალიმავიას” თვითმფრინავი А321, რომელიც რეისსს შარმ-ელ-შეიხიდან სანქტ-პეტერბურგში ასრულებდა, 31 ოქტომბერს სინაის ნახევარკუნძულზე ჩამოვარდა. ბორტზე მყოფი 224 მგზავრი დაიღუპა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე