პაბლო პიკასოს ნახატი 67 მლნ დოლარად გაიყიდა

საქართველო, თბილისი - 09:53 | 06.11.2015
ნანახია: 2077

ესპანელი მხატვრის პაბლო პიკასოს ნახატი ნიუ-იორკში Sotheby's-ის აუქციონზე 67 მლნ დოლარად გაიყიდა.

ნახატზე გამოსახულია კაბარეს მომღერლის შიშველი პორტრეტი. ტილო მხატვარმა 19 წლის ასაკში შექმნა. ნამუშევარი 60 მლნ დოლარად იყო შეფასებული, თუმცა ვაჭრობის დროს მისმა ფასმა აიწია. აუქციონზე ნახატი ბიზნესმენმა უილიამ კოხმა წარმოადგინა, რომელმაც ის 1984 წელს 3 მლნ დოლარად შეიძინა

პაბლო პიკასო მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ მხატვრად მიიჩნევა. მისი ტილოები სხვადასხვა აუქციონზე რეკორდულ ფასად იყიდება. ამ დროისათვის პიკასოს ყველაზე ძვირადღირებული ტილოა ”ალჟირელი ქალები”, რომელიც მაისში 179 მლნ დოლარად გაიყიდა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე