რუსთავში, მშობიარობის დროს, 28 წლის ქალი გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 14:07 | 18.06.2017
ნანახია: 1079

რუსთავში, მშობიარობის დროს, 28 წლის ქალი გარდაიცვალა.

ექიმებმა ბავშვის გადარჩენა მოახერხეს.

შემთხვევა დღეს დილით, კლინიკა „რუსთავში“ მოხდა.

მშობიარე ქალი კლინიკაში დილის 04:00 საათზე გამთენიისას შეიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე