გიგა ბოკერია: ჩვენ არ უნდა დავუშვათ ამ გადაწყვეტილების აღსრულება

საქართველო, თბილისი - 06:40 | 06.11.2015
ნანახია: 1916

"ეს ივანიშვილის გადაწყვეტილებაა, მან გვითხრა, რომ გადის საკონსტიტუციო სივრციდან,"- ასე ეხმაურება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საერთაშორისო მდივანი გიგა ბოკერია მოსამართლე ურთმელიძის მიერ 5 ნოემბერს გამოტანილ განჩინებას.

"ეს არ არის ურთმელიძის ეს არის ივანიშვილის გადწყვეტილება. ამ ნაბიჯით ივანიშვილმა გვითხრა, რომ ის გადის საკონსტიტუციო სივრციდან. ეს ძალიან სახიფათო ნაბიჯია. აქ სიტყვის თავისუფლების საკითხი აღარ არის. ივანიშვილმა თქვა, რომ მე არ დავუშვებ კონსტიტუციის ჩარჩოებმა შემზღუდოსო. ამით ისინი ამბობენ, რომ მე ვარ და დავრჩები ხელისუფლებაში იმ წესების გარეშე რასაც კანონი ითვალისწინებსო. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს არ უნდა დავუშვათ. მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილმა გვაჩვენა, რომ კონსტიტუციას ფეხს დააბიჯებს ეს გადაწყვეტილება უნდა გასაჩივრდეს. ჩვენ როგორც კანონმორჩილმა ადამიანებმა ეს უნდა გავაკეთოთ. ჩვენ არ უნდა დავუშვათ ამ გადაწყვეტილების აღსრულება", - აცხადებს გიგა ბოკერია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე