ანა დოლიძე დღეს ვენეციის კომისიის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოვა
საქართველო, თბილისი - 14:09 | 16.06.2017 ნანახია: 1396
საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე დღეს ვენეციის კომისიის 111-ე პლენარულ სესიას დაესწრება და სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს.
ანა დოლიძემ ვენეციის კომისიის წევრებთან შეხვედრები უკვე გამართა და საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოსაზრებები წარუდგინა.
„საქართველოს პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ კონსტიტუციის მიღებას ფართო, ეროვნული კონსენსუსი სჭირდება, კონსტიტუცია ეროვნული თანხმობის დოკუმენტია და არუნდა იყოს ერთპარტიული დოკუმენტი. რადიკალური და მკაცრი პოზიცია გვაქვს გადაუნაწილებელი მანდატების ე.წ. ბონუსთან დაკავშირებითაც და იმედია, კომისია გაითვალისწინებს ჩვენი მოსაზრებების კონტექსტს და საარჩევნო სისტემას შესაბამისად გაუწევს რეკომენდაციას. ჩვენი კონტექსტია - ხალხს არ უნდა მივცეთ ის სიგნალი, რომ გამარჯვება ნიშნავს ერთპიროვნულ მმართველობას," - განაცხადა ანა დოლიძემ.
რაც შეეხება თავდაცვის სისტემასთან დაკავშირებულ შენიშვნებს, ანა დოლიძე მიიჩნევს, რომ ვენეციის კომისია პრეზიდენტისა და დარგის ექსპერტების მოსაზრებებს და შიდაკონტექსტს გაითვალისწინებს.
„იმედი გვაქვს, რომ კომისია მოუწოდებს ქართულ მხარეს, საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევებიდან გამომდინარე, უსაფრთხოებისა და თავდაცვის სისტემაექსპერტებთან ერთად შეიმუშაოს", - განაცხადა ანა დოლიძემ.
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ასევე აღნიშნავს, რომ კომისიის წევრებს პრეზიდენტის პოზიცია გააცნო პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევის საკითხთანდაკავშირებითაც და განაცხადა, რომ როცა მმართველი ძალა რადიკალურად არ ითვალისწინებს ხალხის ნებას, ამას სჭირდება შესაბამისი არგუმენტაციაც.
„თუ ჩვენ ვარჩევთ პრეზიდენტს, როგორც ნეიტრალურ არბიტრს, მაშინ ის სისტემა, რომლითაც ავირჩევთ პრეზიდენტს უნდა ემსახურებოდეს ამ ამოცანას, რომ მართლაც არიყოს ერთი პარტიის მიერ დანიშნული პრეზიდენტი, არამედ იყოს ნეიტრალური", - აღნიშნავს ანა დოლიძე.
პოლიტიკა
- უკრაინის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ქართულ-უკრაინული ურთიერთობის გასაფუჭებლად, ამას ვერ მიაღწევენ, რადგან უკრაინელები ჩვენი მეგობარი ხალხია - დავით მათიკაშვილი
- მივიღეთ გადაწყვეტილება, პლასტმასის ბოთლებში სასმელის წარმოების იმპორტისა და ბაზარზე განთავსების რეგულაციის ამოქმედება 4 წლით გადავავადოთ - ირაკლი კობახიძე
- ირაკლი კობახიძეს არც ინტელექტი აკლია, არც ცოდნა, მან სტუმარი მიიყვანა პარტიის დამფუძნებელთან, ივანიშვილი შესაბამისად არის დაფასებული ყველა ჩვენთაგანის მიერ - გია ვოლსკი
- დავუკავშირდი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, შემდეგ კი შეხვედრა გავმართე - საქართველოში ირანის ელჩი
საზოგადოება
- „საქართველოს ფოსტის“ გენერალური დირექტორი: „მიმართულებები, რომლებიც 2025 წელს ზარალიანი იყო, დღეს უკვე შემოსავლის გენერირების ფაზაშია“
- საქართველოში 8-9 აპრილს მოსალოდნელია ნალექი, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4-ბალიანი შტორმი
- საქართველოში 5 აპრილამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
- საპატრიარქოში სინოდის სხდომა მიმდინარეობს
მსოფლიო
- ცეცხლის შეწყვეტა ყოველთვის კარგი ამბავია, მაგრამ ტაშს ვერ დავუკრავთ მათ, ვინც სამყაროს ცეცხლი წაუკიდა, მხოლოდ იმიტომ, რომ შემდეგ წყლით გამოჩენილიყვნენ - პედრო სანჩესი
- აშშ-სა და ირანს შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება რეგიონსა და მსოფლიოს შვებას მოუტან - კირ სტარმერი
- დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანთან ორკვირიან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდა
- სტამბოლში ისრაელის საკონსულოსთან სროლა მოხდა, განეიტრალებულია 3 ადამიანი, დაშავებულია 2 პოლიციელი - მედია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- RECSOL-მა Altaris-ის „საუკეთესო მწვანე ინიციატივის“ ჯილდო მიიღო - „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით საქართველოში საბურავების გადამმუშავებელი საწარმო შენდება
- ახალი მოდელები, ფლიტ მენეჯმენტი და B2B მიმართულების გაფართოება - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ 2026 წლის პირველ კვარტალში რეკორდული შედეგები აჩვენა
- მომავლის ავტოინდუსტრია: ციფრული ევოლუცია და „თეგეტას“ ამბიციური ხედვა
- „გაიარე მეტი“ - „თეგეტა მოტორსის“ საგაზაფხულო კამპანია დაიწყო
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















