„საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი“ ღია კარის დღეს გამართავს
საქართველო, თბილისი - 13:47 | 16.06.2017 ნანახია: 1412
„საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი“ 20 ივნისს, 19:00 საათზე, მაგისტრანტებისთვის ღია კარის დღეს გამართავს. ღია კარის დღე SOLO ლაუნჯში გაიმართება (მისამართი: ი. ჭავჭავაძის N29). ღია კარის დღეზე დასწრება შეუძლია ყველას, ვისაც სურს მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელება ფინანსების მიმართულებით. ღია კარის დღეზე დასასწრებათ საკამარისია ეწვიოთ სარეგისტრაციო ბმულს: https://docs.google.com/a/bog.edu.ge/forms/d/e/1FAIpQLSfSREUHC5ioL_qFNXBjPZe8ShAVHDJdz3XdqqkMoYi8kHbuvw/viewform
საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის ღია კარის დღეს, ჩატარდება საჯარო ლექცია თემაზე: ფინანსები - თქვენი სამსახურისთვის თუ თქვენს სამსახურში?. აღნიშნულ ლექციას, გაუძღვება საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის პროფესორი, საქართველოში ინვესტიციებზე ორიენტირებული პირველი ფონდის "LS Opportunities - Frontier Income Fund" მმართველი და საინვესტიციო კომპანია "თალეს ინვესტმენტს"-ის მმართველი პარტნიორი ვასილ რევიშვილი.
საქართველოს ბანკის უნივერსიტეტში შესაძლებელია მიიღოთ ხარისხიანი დასავლური განათლება - სწავლის სრული დაფინანსებით. სწავლის პროცესი აგებულია პრაქტიკისა და თეორიის ბალანსზე, სტუდენტებს საშუალება აქვთ დაამყარონ საჭირო პროფესიული კონტაქტები და რეალურად მიაღწიონ კარიერაში წინსვლას. ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა ფინანსებში (MBA) 2 წლიანია და სტუდენტები დაფინანსების ან სწავლის საფასურის გადახდის უნიკალური პირობებით სარგებლობენ.
მიღებული სტუდენტების საუკეთესო 10 სტუდენტი სრულ სტიპენდიას მიიღებს და არ გადაიხდის სწავლის საფასურს, შემდეგი საუკეთესო 20 სტუდენტი სწავლის საფასურის გადახდას დაიწყებს სწავლის დასრულებიდან 1 წელიწადში და გადასახადი გადანაწილდება 4 წელზე. ყველა ჩარიცხულ სტუდენტს აქვს შანსი სწავლის განმავლობაში მიიღოს 100%-იანი დაფინანსება ან მოიპოვოს უფლება გადასახადი გადაიხადოს მას შემდეგ, რაც დაასრულებს სწავლას.
პოლიტიკა
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
- პაპუაშვილი ერთი ზვიგენიანი მილიარდერის მონაა და იძულებულია ყოველ მეორე დღეს დებილობები ილაპარაკოს - ზურაბ ჯაფარიძე
მსოფლიო
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პუტინის არმიამ აპრილში, უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, დროა, კრემლმა თვალები გაახილოს და თავისი გაუმართლებელი და აგრესიული ომი დაასრულოს - ჟან-ნოელ ბარო
- ირანი შერცხვენილია, ის ჰორმუზის სრუტის კონტროლს ვერ ახერხს - პიტ ჰეგსეტი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- "გაიარე მეტი" Bridgestone-თან ერთად - თბილისში "თეგეტა მოტორსის" მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
- „საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
- საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















