აბუ-დაბიში მეჩეთს მარიამ ღვთისმშობლის სახელი უწოდეს

საქართველო, თბილისი - 14:35 | 15.06.2017
ნანახია: 1286

არაბეთის გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბის ერთ-ერთ მეჩეთს მარიამ ღვთისმშობლის სახელი დაარქვეს. ამის შესახებ  Newsweek-ი წერს. ინიციატორი აბუ-დაბის პრინცი შეიხ მუჰამედ ბენ ზაიდ ალ-ნაჰაიანია. მისი  თქმით, ეს გააძლიერებს კავშირს ქრისტიანებთან და სხვა რელიგიის მიმდევრებთან.

ინიციატივისთვის პრინცს მადლობა გადაუხადეს მინისტრმა ტოლერანტობის საკითხებში და აბუ-დაბის ანგლიკანური ეკელსიის მეთაურმა.

მინისტრის თქმით, არაბეთის გაერთიანებული საამიროები ყოველთვის დაინტერესებული იყო ქვეყნის ყველა მცხოვრებს შორის სამართლიანი და მეგობრული ურთიერთობის გამყარებით. ამიტომაც ქვეყანაში 2016 წელს ბედნიერების სამინისტროს შემდეგ შეიქმნა, ტოლერანტობის სამინისტრო, რომელიც მინისტრის თქმით, ქვეყნის მოსახლეობის ფუნდამენტურ ფასეულობას წარმოადგენს.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე